01 აპრილი 2025,   01:52
ვრცლად
"იოცნებოს "ქართულმა ოცნებამ" ამაზე, ეს უბრალოდ არ გამოუვათ" - პაატა მაჯგალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ინიციატივაზე

პოლიტიკური შეფასებების თემაა მმართველი გუნდის ინიციატივა იმ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლებიც "ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას" ეწევიან. ოპოზიციის წევრების შეფასებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები წარმოუდგენელ რაღაცებზე მიდიან, რასთან დაკავშირებითაც კომენტარს არ გააკეთებენ.

"ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია ამასთან დაკავშირებით. არანაირ კომენტარს, არანაირ დისკუსიას, მიუხედავად "ქართული ოცნების" მრავალი მცდელობისა, ჩვენ არ ვაპირებთ. მთავარი არის ახალი არჩევნები. იციან, რომ ახალი არჩევნების პირობებში გაყალბებაც კი არ შველით მათ, აქედან გამომდინარე წარმოუდგენელ რაღაცებზე მიდიან," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" წევრი, ლევან სამუშია.

ამასთან, ოპოზიციის წევრების თქმით, აღნიშნული საკითხი "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა.

"იოცნებოს "ქართულმა ოცნებამ" ამაზე. ეს უბრალოდ არ გამოუვათ. რომ შეეძლოთ საქართველოსაც გააუქმებდნენ. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს რომელ არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, სხვა არჩევნებს არც განვიხილავთ," - აღნიშნავს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები