01 აპრილი 2025,   01:31
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს” წევრები გამოჰკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს” წევრები გამოჰკითხეს. პარტიის იურისტმა და ოფის მენეჯერმა მაგისტრ მოსამართლეს აუხსნეს, თუ რატომ არ ჩაიბარეს ბადრი ჯაფარიძის სახელზე მისული წერილი, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ჯაფარიძის დაბარებას ეხებოდა.

“ძლიერი საქართველოს” ოფისში იყო მოსული კონკრეტულად პირის მიმართ კორესპონდენცია, რა თქმა უნდა, სამართლებრივად, პირიქით არასწორი იქნებოდა ასეთი კორესპონდენციის ჩაბარება, რაც პროკურორებს განვუმარტე. ეხებოდა საკითხებს, თუ რატომ არ იქნა ეს კორესპონდენცია ჩაბარებული. არ იქნა იმიტომ, რომ ადრესატი იყო სხვა. ჩვენ, "ძლიერი საქართველოს" ოფისში ჩავიბარებდით, თუ ადრესატში "ძლიერი საქართველო" იქნებოდა. რას იზამს პროკურატურა, ამის ვარაუდს ვერ გეტყვით,"- აცხადებს ”ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თორნიკე ართქმელაძე.

დღის ამბები