20 მარტი 2025,   02:32
ვრცლად
პარლამენტმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელი და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამცემი შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვონ ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.

შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი იქნებიან, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელონ "იარაღის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება.

დღის ამბები