
ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი დღეს უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. ზელენსკი ისევ ვერ მალავს წყენას, რომ უკრაინაზე მოლაპარაკება მის გარეშე იმართება.
ზელენსკის რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მედვედევმა უპასუხა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მთავარი უსაფრთხოების გარანტიებია. უკრაინის პრეზიდენტი ინარჩუნებს ამბიციურ პირობასაც, რომ ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. ზელენსკის არ სურს კონფლიქტის გაყინვაც.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას არც მოსკოვი აპირებს. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დარწმუნებულია, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეთანხმებას ყველა საკვანძო საკითხზე, მათ შორის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეძლებენ.
ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრით კმაყოფილია დონალდ ტრამპი. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დარწმუნებულია იმაშიც, რომ რუსეთთან მიღწეულ შეთანხმებაზე ვოლოდიმირ ზელენსკისაც დაითანხმებს და ევროპის კონტინენტზე ომს თავად დაასრულებს.
პრეზიდენტების საუბრიდან მალევე, მოსკოვში, ამერიკის საელჩოსთან, უკრაინაში ომის სიმბოლო ჩამოხსნეს. თუმცა, რამდენიმე საათში, რუსეთიდან უკრაინის მიმართულებით არაერთი დრონი გაუშვეს. უპასუხა უკრაინამაც. გვიან ღამით, ორივე მხარისგან ცეცხლის გახსნის შედეგად, უკრაინაშიც და რუსეთშიც ინფრასტრუქტურა დაზიანდა.