20 მარტი 2025,   02:49
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე The Stirling Foundation-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე The Stirling Foundation-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

The Stirling Foundation ამერიკული საერთაშორისო ფონდია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ისეთ სოციალურ საკითხებზე მუშაობს, როგორებიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, დევნილთა და ლტოლვილთ მხარდაჭერა, ოჯახების მხარდაჭერა ქალთა და ბავშვების ხელშეწყობის მიმართულებით და სხვა.

"შეხვედრაზე, მხარეებმა, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და შშმ პირთა საჭიროებები განიხილეს. საუბარი შეეხო, ფონდსა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასაც და აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

შეხვედრის დასასრულს, The Stirling Foundation-მა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები