
ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტმა კურდამთავრებულისგან, ფოსტით, შეფუთვა მიიღო. როგორც გაირკვა, სასწავლო დაწესებულებას ბიბლიოთეკიდან 1960 წელს გატანილი წიგნი დაუბრუნეს.
წიგნი, რომელიც 1931 წელსაა გამოცემული და ლაშქრობას ეძღვნება, 1960 წელს, მაშინდელმა სტუდენტმა, რობერტ მიურეიმ გაიტანა.
წიგნთან ერთად, შეფუთვაში იდო მიურეის წერილიც, რომელიც ახლა 83 წლისაა.
"ეს წიგნი საგანძურია - სინათლის წლით უსწრებდა ყველაფერს, რაც ამ თემაზე გამოქვეყნებულა იმ მომენტში, როცა ის ბიბლიოთეკიდან გავიტანე", - წერს კაცი.
ბიბლიოთეკის თანამშრომელი აცხადებს, წიგნი ასეთი ვადაგადაცილებით არასდროს მიუღიათ.
კაცმა წერილს თან $70-ის ჩეკიც დაურთო.