
საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე - საქართველო "როიტერსის" ობიექტივში მოხვდა. გავლენიანი სააგენტო ჩვენი ქვეყნის შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს, სადაც ბიზნესგარემო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ახალი შესაძლებლობებია მიმოხილული. გადამღები ჯგუფი "აწარმოე საქართველოსაც" ესტუმრა.
საქართველოს შესახებ მასალის მომზადების პროცესში ჯგუფმა დაათვალიერა საწარმოები და გაესაუბრა ბიზნესმენებს. შეხვედრაზე ინფორმაცია ქვეყნის პოტენციალის შესახებ, არაერთი მიმართულებით მიიღეს.
"როიტერის" ჟურნალისტები შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრსაც. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოს პოლიტიკაზე ეკონომიკური მიმართულებით.
"როიტერსის"მიერ გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ ქვეყანა ღიაა ბიზნესისთვის, ინვესტორები კი ოპტიმისტურად არიან განწყობილები. სტატიაშივე ვკითხულობთ, რომ ამის საფუძველი ეკონომიკური სტაბილურობა და მზარდი პარამეტრებია.