20 მარტი 2025,   01:17
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყაზახეთში დაკავებული ლევან ვარშალომიძე თავისუფალია

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ყაზახეთში დაკავებული ლევან ვარშალომიძე თავისუფალია. პარტიის ცნობით, მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები, საქმეში კი ჩართული იყო, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე უკრაინული მხარე.

პარტიაში აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, გუშინ, იმ დროს დააკავეს, როდესაც აეროპორტის გავლით, საზღვარს კვეთდა.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ-საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდებოდა.

დღის ამბები