20 მარტი 2025,   01:20
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაციამ კენედის მკვლელობის გასაიდუმლოებული ჩანაწერები გამოაქვეყნა

ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ათასობით ჩანაწერი, რომელიც პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან არის დაკავშირებულია. ტრამპის თქმით, ეს ჩანაწერები ადრე გასაიდუმლოებული იყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დამატებითი კონტექსტი: კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მრავალი ფაილი უკვე გამოქვეყნებულია, მათ შორის, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოქვეყნებულია 13 000 დოკუმენტის ტრანში. თუმცა, ამ დოკუმენტების უმეტესობა რედაქტირებული იყო.

ტრამპმა თქვა, რომ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებულ 80 000 ჩანაწერს "ხალხი ათწლეულების განმავლობაში ელოდა“. თანამდებობის დაკავებიდან მალევე, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აღნიშნული მკვლელობის დეტალების გასაჯაროებას ეხებოდა.

რა იქნებ შემდეგ: CNN-ის რეპორტიორები ამ წუთებში დოკუმენტებს სწავლობენ და ნებისმიერი ახალი მხილების შესახებ ინფორმაციას მყისიერად გაასაჯაროებენ.

დღის ამბები