20 მარტი 2025,   02:35
ვრცლად
როცა ადამიანი გაჰყვება სამართალდამცავს [ნარკო-ტესტირებაზე], ექსპერტის ხარჯები სახელმწიფოს მიერ იქნება გადახდილი, მაგრამ თუ გადაწყვეტს, რომ ექსპერტიზა თავად უნდა ჩაიტაროს, თავად მოუწევს ხარჯების ანაზღაურება - არჩილ გორდულაძე

პარლამენტი პირველი მოსმენით ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მსჯელობს. ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა, დარბაზში დაისვა შეკითხვებიც.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ლადო ბოჟაძეს კითხვა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ტესტირებასთან დაკავშირებით.

"პოლიციის წაყოლის შემთხვევაში ტესტის გაკეთება იქნება უფასო მოქალაქისთვის, ანუ ამ თანხებს დაფარავს სახელმწიფო, თუ მოქალაქემ უარი უთხრა, ამის ხარჯს გადაიხდის უკვე მოქალაქე იმისათვის, რომ დაადასტუროს თავის სიმართლე?" - იკითხა ლადო ბოჟაძემ.

კითხვის საპასუხოდ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე განმარტა, რომ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ სურვილის შემთხვევაში თავად ჩაიტაროს ტესტირება ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც თავად სურს, თუმცა ამ შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურებაც თავად მოუწევს.

"პირველ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თავისივე ნებით გაჰყვება სამართალდამცავს [ნარკო-ტესტირებაზე], ექსპერტის ხარჯები სახელმწიფოს მიერ იქნება გადახდილი, მაგრამ თუ გადაწყვეტს, რომ ექსპერტიზა უნდა ჩაიტაროს თავად, ამ ხარჯებს სახელმწიფო არ და ვერ აანაზღაურებს, თავად მოუწევს ამ ხარჯების ანაზღაურება. ანუ ორივე შესაძლებლობა აქვს მოქალაქეს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები