
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, გუშინ კი ჯერ სალომე ზურაბიშვილს, მოგვიანებით ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა.
"ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რა სტატუსით იმყოფება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსანი. "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი კი აცხადებს, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისი არის ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილი, რომელიც ისტორიული ფიგურა იყო:
"გაბრიელიუს ლანდსბერგისი არის ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილი. ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო ის ისტორიული ფიგურა, რომელმაც დაანგრია საბჭოთა კავშირი. ის ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. ლიტვამ პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ეს თავისუფლების ჩირაღდანი, რომელიც ლიტველ ხალხს ეპყრა, ყოველთვის იყო ჩვენთვის გზამკვლევი და ეს ბრძოლა გრძელდება", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.