
"თუ კი ვინმეს არ მოსწონს ნარკო პოლიტიკის გამკაცრება, მას არ მოსწონს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე საუბრის დროს განაცხადა.
დავით მათიკაშვილის თქმით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს გამოწვევა არ არის.
"ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს გამოწვევა, თუმცა ეს ის გამოწვევაა, რომლის მიმართაც ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს ადეკვატური. ის რეალური მოცემულობა, რაც არის, რის მიმართაც უწევს სახელმწიფოს ბრძოლა, განაპირობებს ადეკვატურ მექანიზმებს და ამ მექანიზმების გამკაცრებას.
თუ კი ვინმეს არ მოსწონს ნარკო პოლიტიკის გამკაცრება, მას არ მოსწონს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.