20 მარტი 2025,   01:20
ვრცლად
"არ მინდა, რომ პუტინის მენიუში ვიყოთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"არ მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ პუტინის მენიუში. ჩვენ არ ვართ სალათები, არ ვართ კომპოტი ამ ადამიანისთვის, მიუხედავად მისი მადისა", - ამის შესახებაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის გარეშე მათზე მოლაპარაკება არასწორია, რადგან ყველასთვის სასურველი შედეგი არ დადგება.

"უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არის მხარეების დაუყოვნებლივი პოლიტიკური ნება ომის დასასრულებლად. ზედმეტი სიტყვების, მჭერმეტყველების, დაშინების გარეშე. ჩვენ უკვე ვნახეთ რუსების დაშინებები. მთელი პატივისცემით, არ მინდა, არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ პუტინის მენიუში. ჩვენ არ ვართ სალათები, არ ვართ კომპოტი ამ ადამიანისთვის, მიუხედავად მისი მადისა. ამიტომ ვთვლი, ჩვენ გარეშე ჩვენზე მოლაპარაკება არასწორია, რადგან ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება. პუტინი ცვლის კონცეფციასაც, მაგრამ არ ცვლის შინაარსს. მას უკრაინული არმიის რაოდენობის შემცირება სურს, ეს ულტიმატუმი ომის დასაწყისშივე გააჟღერა. არსებითად არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ფორმულირება, მაგრამ არსი იგივეა. პუტინის მეორე პუნქტი ეხებოდა დაზვერვას და იარაღს. მან დაინახა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების შეწყვეტა და ამიტომ აყენებს პირობებს, რომლებიც, მისი აზრით, რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

დღის ამბები