20 მარტი 2025,   02:49
ვრცლად
"ვისაც მიაჩნია, რომ ეს ეროვნული დონის ლიდერია, ხაბეიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ოპოზიციურ მოძრაობას, მე მაგალითად მეღიმება" - თენგიზ შარმანაშვილი

ვისაც მიაჩნია, რომ ეს ეროვნული დონის ლიდერია, ხაბეიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ოპოზიციურ მოძრაობას, მე მაგალითად მეღიმება და მათ თუ სერიოზულად მიაჩნიათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ ბრჭყალებში - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციაში უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ამჯერად მწვავედ აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “გახარია საქართველოსთვის“ წევრები, ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ, ან ოპოზიციის კრიტიკას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - ვინ არის რეალურად ოპოზიცია. გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ხაბეიშვილის განცხადებები მათთვის საინტერესო არ არის. 

უმრავლესობაში ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ხაბეიშვილის წინა პლანზე გადმოწევა გადაწყვიტეს.

"ჩვენს თვალწინ მოხდა ხაბეიშვილის მეორე პლანზე გადაწევა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა პირების წამოწევა. ახლა ამ ხალხის მეორე პლანზე გადაწევა გადაწყვიტეს და ხაბეიშვილის წინ წამოწევა. ვისაც მიაჩნია, რომ ეს ეროვნული დონის ლიდერია, ხაბეიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ოპოზიციურ მოძრაობას, მე მაგალითად მეღიმება და მათ თუ სერიოზულად მიაჩნიათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ ბრჭყალებში", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები