19 მარტი 2025,   23:52
ვრცლად
"პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო ზარმა ცნობილი აზრი დაამტკიცა, რომ სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა" - მედვედევი

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მოლაპარაკებებს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართავენ, იმ შეთანხმების შესახებ, რომელსაც ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს.

დღეს კიევსა და მოსკოვს შორის სამხედრო ტყვე გაიცვლება.ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა გააკეთა განცხადება და დააზუსტა, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შეთანხმება ორივე მხრიდან ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერებას ითვალისწინებს. ასვე, სტივ უიტკოფმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ინიციატივას მხარს დაუჭერს.

მიმდინარე მოლაპარაკებებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

"მიუხედავად მადისა, არ გვინდა ვიყოთ პუტინის მენიუში" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, არასწორია, როცა მოლაპარაკებები მათ გარეშე მიმდინარეობს.

ვლადიმირ ზელენსკის განცხადების შემდეგ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება.

"პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო ზარმა ცნობილი აზრი დაამტკიცა, რომ სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა. მენიუში მსუბუქი, მადის აღმძვრელი ბრიუსელის კომბოსტოს, ბრიტანული თევზი და ჩიფსები, პარიზის მამალი, მთავარი კერძი კი კიევის სტილის კატლეტია. ისიამოვნეთ თქვენი კერძით", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

დღის ამბები