20 მარტი 2025,   02:38
ვრცლად
"ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის" - ბექა ლილუაშვილი

ოპოზიციაში უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ამჯერად მწვავედ აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის" წევრები ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ, ან ოპოზიციის კრიტიკას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - ვინ არის რეალურად ოპოზიცია.

გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ხაბეიშვილის განცხადებები მათთვის საინტერესო არ არის.

"ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვერც ხაბეიშვილი და ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების გარდა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეგვიცვლის, მით უმეტეს ვიღაც ხაბეიშვილი. თვითონ რაში გადავიდნენ - თავდაცვიდან თავდასხმაში თუ პირიქით, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად არ არის საინტერესო.

ვიღაცას თავის წარმოდგენებში და ოცნებებში ელანდება რაღაც. ერთი პარტიის ჩამოყალიბებაც, სადაც იქნება პარტია "გახარია საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ესეთი რამ ბუნებაშიც ვერ იარსებებს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.

დღის ამბები