20 მარტი 2025,   01:20
ვრცლად
გლდანში მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, გლდანში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი საკუთარ სახლში მოკლეს.

მეზობლების ინფორმაციით, მათ კონფლიქტის ან გასროლის ხმა არ გაუგიათ. ამ დროისთვის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციითვე, სავარაუდო მკვლელი დაკავებულია.

დღის ამბები