20 მარტი 2025,   01:10
ვრცლად
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალასა და სოფელ მარტყოფში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა.

მშენებლობის პროექტები "ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

150 აღსაზრდელზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურვას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვემო ქართლის რეგიონში, ჯამში, 20 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, საიდანაც უკვე დასრულებულია 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტები "ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 71 მილიონი ლარით ფინანსდება. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს

დღის ამბები