20 მარტი 2025,   02:46
ვრცლად
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა - Associated Press

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა - ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

თურქული მედიის Anadolu-ს ცნობით, ეკრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

გარდა ამისა, თურქეთის პროკურატურამ, დაახლოებით, 100 ადამიანის დაკავების ორდერები გამოსცა.

ამასთან, ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და ოთხი დღით  ქალაქში დემონსტრაციები აკრძალა.

სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტია.

 

დღის ამბები