
რუსთაველი სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები 2024 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის დააჯილდოვა რუსთავის მერიამ.
სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე 21-მა სპორტსმენმა, შვიდმა გუნდმა და მწვრთნელებმა მიიღეს.
გასულ წელს რუსთაველმა სპორტსმენებმა, 400-მდე საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტურნირში იასპარეზეს წარმატებით.