20 მარტი 2025,   02:35
ვრცლად
მოძრაობა "კულტურული მემკვიდრეობისათვის" კულტურული ძეგლების სეისმოუსაფრთხოების გეგმურ მონიტორინგს განაგრძობს

მოძრაობა "კულტურული მემკვიდრეობისათვის" კულტურული ძეგლების სეისმოუსაფრთხოების გეგმურ მონიტორინგს განაგრძობს.

სამთო ინსტიტუტის წარმომადგენლებისა და კომპანია "არემჯის" გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შესამოწმებელი აფეთქებითი სამუშაოები.

სეისმოგრაფები დაიდგა - სოფელ მუშევანში X საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედელთან, ასევე გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიის გადარჩენილ ნაწილებთან და "სარ-ბულახშის" ეკლესიასთან.

ოფიციალური ინფორმაციით, დაფიქსირებული ტალღების სიჩქარეების ვექტორული ჯამი საერთაშორისოდ აღიარებულ მონაცემებზე ბევრად დაბალია და ძეგლებისთვის უსაფრთხოა.

დღის ამბები