20 მარტი 2025,   02:29
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მძევლების თაობაზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება "ცეცხლის ქვეშ" წარიმართება

მძევლების თაობაზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება "ცეცხლის ქვეშ" წარიმართება - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელმა სამხედრო ოპერაცია სადაზვერვო სამსახურების და თავდაცვის ძალების რეკომენდაციით დაიწყო და რომ ეს იყო ბოლო გამოსავალი მძევლების გათავისუფლების რამდენიმეკვირიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ნეთანიაჰუ, ასევე აფრთხილებს "ჰამასს" რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია."

ღაზას სექტორზე მასშტაბური საჰაერო იერიში "ჰამასზე" ისრაელმა ნეთანიაჰუს მიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე მიიტანა.

"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, ასობით დაშავდა.

დღის ამბები