20 მარტი 2025,   02:32
ვრცლად
"მხარს ვუჭერთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ომის დასრულებას ემსახურება, სკეპტიკურად ვართ განწყობილნი რუსების ნდობის მიმართ, პუტინის მიმართ ნდობა არ არსებობს" - ზელენსკი

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომში მყოფი ქვეყანა მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა საჭიროა გარანტიები. ზელენსკი საუბრობს იმ სამხედრო დახმარებაზეც, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინას გადაეცემა.

"დარწმუნებული ვარ, უკრაინელები და ამერიკელები მხარს დაუჭერენ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც შეამცირებს დარტყმებს, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ომის დასრულებას ემსახურება. ჩვენ სკეპტიკურად ვართ განწყობილნი რუსების ნდობის მიმართ.

პუტინის მიმართ ნდობა არ არსებობს. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა გვესმოდეს, როგორ იმუშავებს ეს ტექნიკურად, რათა ეს მხოლოდ მათ სურვილზე არ იყოს დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, პარტნიორების მხრიდან ღალატი არ იქნება და სამხედრო დახმარების ნაკადი გაგრძელდება," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები