19 მარტი 2025,   23:50
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოსამართლემ გელა უძილაურის მიმართ აღმკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი გუშინ ოფიციალურად წაუყენეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. უძილაურის აყვანა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ისანი-სამგორის რაიონში მოხდა. 50 წლის მამაკაცი პოლიციამ ქუჩაში დააკავა. მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ერთ-ერთი ვერსით, სისხლიანი ანგარიშსწორება ე.წ .კანონიერი ქურდების კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

დღის ამბები