13 მარტი 2025,   23:22
ვრცლად
ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, გამძლე და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად - ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, გამძლე და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მოლაპარაკებების შემდეგ, სამხედრო დახმარება და დაზვერვის გაზიარება განახლდა.

"უკრაინულმა დელეგაციამ მომცა დეტალური ანგარიში საუდის არაბეთში, აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, მოლაპარაკებების პროგრესისა და ძირითადი ასპექტების ჩათვლით. კარგია, რომ საუბარი იყო სრულად კონსტრუქციული. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, გამძლე და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდებს იმისთვის, რომ სამხედრო დახმარება და დაზვერვის გაზიარება განახლდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები