
"გარე ძალებს ჰქონდათ ძალიან კონკრეტული მიზანი საქართველოში და ეს მიზანი მოდიოდა დაპირისპირებაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან," - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
ის აცხადებს, რომ მავნე გარე ძალების დაკვეთის შემსრულებლები საქართველოში "რადიკალური ოპოზიციაა."
"გარე ძალებს ჰქონდათ ძალიან კონკრეტული მიზანი საქართველოში და ეს მიზანი მოდიოდა დაპირისპირებაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. შესაბამისად, ისინი ჩვენს ქვეყანასთან ერთად ებრძოდნენ იმ ხელისუფლებასაც, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს იცავდა და არა გლობალური ომის პარტიის, იგივე "დიფ სთეითის", რომელსაც სურდა, რომ გათამაშების კარგი ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე, თანაც ყველაზე მძიმე, მოუშუშებელი და გამანადგურებელი შედეგებით, რაც გამოიწვევდა აქ მეორე ფრონტის გახსნას. გეგმაში მათ ჰყავდათ თავისი თანამზრახველები, ის ადამიანები, ვინც მათ ფილიალს წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში და ეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, ვინ არიან რადიკალური ოპოზიციის სახით," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.