13 მარტი 2025,   23:09
ვრცლად
"მტკიცებულებები, საქართველოსთან მიმართებაში რევოლუციების მოწყობაზე, არსად არ იძებნება" - თეონა აქუბარდია

ოპოზიციური პარტიებისთვის ე.წ. დიფ სთეითი გამოგონილი ფენომენია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ტერმინი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული შინაარსის მატარებელია, საქართველოში კი არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ვინმე ცდილობდა რევოლუციას ან ომის დაწყებას.

"მტკიცებულებები, საქართველოსთან მიმართებაში რევოლუციების მოწყობაზე, არსად არ იძებნება. "დიფ სთეითი" ამერიკული ვერსიით, არსად არ მოიცავს ევროპულ ქვეყნებს, შესაბამისად, ამერიკული მიზანი და ტრამპის მიზანი, რომ ამერიკა კვლავ გახდეს დიადი, არსად არ არის გამეორებული საქართველოში," - ამბობს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელიც ამბობს, რომ "დიფ სთეითის" წარმომადგენელი ან მათი მხრიდან ზემოქმედების შემთხვევები არსად უნახავს.

"მე არსად არ შემხვედრია "დიფ სთეითის" წარმომადგენელი ან მათი მხრიდან ზემოქმედება არ მინახავს. ათწლეულების განმავლობაში ვარ პოლიტიკაში. უბრალოდ, ეს არის იმ სასურველის მიღწევა, თითქოს დიდი ბრძოლის ხარჯზე, რომ ვიღაც მას ეწინააღმდეგება და რაღაც ეფემერული დამკვეთები არიან," - ამბობს გიგი წერეთელი.

დღის ამბები