ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ოფიციალური ვიზიტი თბილისში გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა "ქართული ოცნების" წევრებთან. იქამდე დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა.
ევროსაბჭოს მონიტორინგის მისია ხვალ ოპოზიციას მოუსმენს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი, რომელმაც ჩვენი წერილობითი შუამდგომლობის შედეგად მკაფიოდ თქვეს, რომ ახლა აქ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობას არავინ მიაბას ეს საკითხი.
რაც შეეხება ფაქტებს, ის, რაც ხდება - ძალადობა, ადამიანებს თავ-პირს ამტვრევენ, პოლიტიკური პატიმრები, ის უმძიმესი ვითარება, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამაზე გვექნება მსჯელობა", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.