15 იანვარი 2025,   20:57
ვრცლად
"ყველა ჩანაწერი არსებობს და როგორც პოლიციას, ასევე ყველა შესაბამის უწყებას გადავცემთ" - სასტუმრო "შერატონ ბათუმის" მენეჯერი

სასტუმრო "შერატონ ბათუმში" აცხადებენ, რომ მზად არიან, მომხდარი ინციდენტების სრული ვიდეოჩანაწერები შესაბამის უწყებებს გადასცენ.

როგორც სასტუმროს მენეჯერმა აღნიშნა, ნებისმიერი ვიდეოჩანაწერიმ როგორც წესი, ერთი თვით ინახება.

"ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ასევე ყველა შესაბამის უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე. ჩანაწერს ვინახავთ ერთი თვის განმავლობაში", - განაცხადა მეგი ჟღენტმა.

შეგახსენებთ, ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. შემთხვევა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.  

დღის ამბები