14 იანვარი 2025,   20:08
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძესა და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძესა და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. 

"ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ხუთდღიან პატიმრობაში გაუშვა მათე და ჩვენი თანამებრძოლები მურისიძე-ჩინჩალაძის კრიმინალურმა სინდიკატმა. ვერ დაგვღლით, ვერ გაგვტეხთ, ვერ გაგვაჩერებთ", – განაცხადა აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ და გახარიას პარტიის წარმომადგენელმა, აკაკი გვიანიძემ.

დღის ამბები