14 იანვარი 2025,   20:19
ვრცლად
"ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული, ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი - შალვა პაპუაშვილი

გამოცემები "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული და ეს გამოჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მედიაში უცხოური დაფინანსებით, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, პოლიტიკური აქტივიზმი მიმდინარეობს.

"კადრებშიც დავინახეთ, როგორ დაარტყა პოლიციელს ხელი "ბათუმელების" ერთ-ერთმა რედაქტორმა. მეორე რედაქტორი ურცხვად იტყუებოდა, გვატყუებდა მაყურებლებს, თითქოს რაღაც ჩოჩქოლი იყო და ვერც მიხვდა, რა იყო, თითქოს ხელი უბრალოდ აამოძრავა და შემთხვევით მოხვდა. "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული და ეს გამოჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი. რა ესაქმებოდათ პოლიციასთან ჟურნალისტებს, გარდა იმისა, რომ აღეწერათ, რაც იქ ხდებოდა? ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც ამ ვითარებამდე მივყავართ. ჟურნალისტმა ხელი აღმართა პოლიციელზე. მეორე ჟურნალისტი კი იტყუება, თითქოს არაფერი მომხდარა", – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები