14 იანვარი 2025,   20:08
ვრცლად
შვედეთში სამეფო სასახლის დაცვის ჯარისკაცს ფეხი დაუცურდა და საკუთარი იარაღის ხიშტი თავში შეერჭო

შვედეთში, სტოკჰოლმში, სამეფო სასახლის დაცვის მაღალი რანგის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. ჯარისკაცს ფეხი დაუცურდა და საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღის ხიშტი თავში შეერჭო.

დაშავებულ ჯარისკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ექიმების განმარტებით, მათ ჯარისკაცის მდგომარეობის სტაბილიზაცია შეძლეს.

"ეს იყო უბედური შემთხვევა. მას ფეხი დაუცურდა და უბრალოდ არ გაუმართლა. ხიშტი თავში, ყურის უკან შევიდა. მისი თანამებრძოლები მოქმედებდნენ სამაგალითოდ, სასწრაფოდ გაუწიეს პირველადი დახმარება“, - თქვა შვედეთის არმიის წარმომადგენელმა ბიორნ ლინდაუმ.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები