კუნძულ ბალიზე, 37 წლის ცნობილი ავსტრალიელი დიჯეი და მოდელი კორტნი მილსი, ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
ქალი შვებულებას კურორტზე ატარებდა. ის სასტუმროს აივნიდან გადავარდა და სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო. მას საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა 2-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
ქალის გარდაცვალება მისმა დამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა.