15 იანვარი 2025,   06:01
ვრცლად
რუსეთის რეგიონებზე მასირებული შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო - "უკრაინსკა პრავდა"

რუსეთის რეგიონებზე დღევანდელი მასირებული შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაცია იყო - ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" წერს.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, დრონებით დაარტყეს რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომის საბრძოლო მასალების საწყობს, ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ტულის ოლქში მდებარე ქიმიურ კომბინატს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე. ამ ობიექტებზე დარტყმებმა მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის რეგიონების ნაწილში უკრაინული საბრძოლო დრონებით იერიშების საფრთხის გამო აეროპორტების ნაწილი დაიხურა.

დღის ამბები