თურქეთში, 15 წლის რუსი ტურისტი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შემთხვევა კაისერის პროვინციაში, სათხილამურო კურორტ ერჩიესში მოხდა. ტურისტი ფერდობზე დაეცა და დაზიანებები მიიღო.
ტურისტი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმების მცდელობა პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად უშედეგო აღმოჩნდა და მიღებული ტრავმების შედეგად მოზარდი გარდაიცვალა.