15 იანვარი 2025,   05:56
ვრცლად
გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა - ბორის პისტორიუსი უკრაინის მთავრობასთან სამხედრო მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევშია. ბორის პისტორიუსი უკრაინის მთავრობასთან სამხედრო მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს.

მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საკუთარი ვიზიტით, ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა, რომ ევროპიდან მკაფიო სიგნალი გაიგზავნოს იმის შესახებ, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ. ამ პროცესში კი გერმანიას, როგორც ევროპის კონტინენტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმსხვილეს წევრს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გუშინ ბორის პისტორიუსმა ვარშავაში კიევის დახმარების გაგრძელების საკითხი პოლონეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან განიხილა.

დღის ამბები