ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ განცხადებები გაკეთდა. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის თანახმად, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იანვრის ბოლოს მიიღებენ.
მისივე თქმით, კომისიამ უკვე შეაჩერა ას მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის. აღნიშნული თანხიდან 8,5 მილიონს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფენ.
მარტა კოსის განცხადებით, საქართველოში შექმნილი ვითარება არის შეხსენება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ადვილი არ არის- გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ევროპარლამენტმა დღეს პირველად მოუსმინა. მას პოლიტიკურმა ჯგუფებმა კითხვები დაუსვეს.