"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, პაატა დიასამიძის განცხადებით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა, რისი საფუძველიც ფაქტობრივად არ არსებობდა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დაცვის უფლება დარღვეული ჰქონდა და ის მასთნ შეხვედრას ვერ ახერხებდა.
"შეეფარდა ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, რისი გამოყენების საფუძველი ფაქტობრივად არ არსებობდა. ეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც მისი დაცვის უფლება დარღვეული იყო. დაცვის უფლება დარღვეული ჰქონდა, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში. იქ ვიყავი მისი ადვოკატი და შეხვედრა ვერ ხდებოდა. შევთავაზეთ და უძრავი ქონების შეფასებაც გვქონდა წარმოდგენილი და 100 ათასს ვთავაზობდით გირაოს სახით, ქონება 130 ათასამდე იყო", - განაცხადა ადვოკატმა პაატა დიასამიძემ.
ცნობისთის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.