საქართველო საგარეო ვაჭრობის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 8%-ით გაიზარდა. განახლებული სტატისტიკა "საქსტატმა" გამოაქვეყნა. 7,8%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, იმპორტის მაჩვენებელი კი 8%-ზე მეტია.
ბიზნესის სტიმულირებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ პოზიტიური მონაცემები მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.
ახალი მონაცემების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის მზარდ პოტენციალზე აკეთებენ აქცენტს ანალიტიკოსები. ექსპერტების განცხადებით, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები საქართველოში არსებულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება.
საგარეო ვაჭრობის გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე, ეკონომიკის მიმართულებით არსებულ მონაცემებს "საქსტატი" თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.