სტრასბურგის ცენტრალურ სადგურზე ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაშავებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა ტრამვაიმ ლიანდაგი შეიცვალა და გაჩერებულ ტრამვაის შეეჯახა.
ადგილზე დაახლოებით 130 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. შემთხვევის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.