აშშ-ში, ჯორჯიას შტატში, Delta Airlines-ის თვითმფრინავი ძრავის გაუმართაობის გამო, აფრენიდან მალევე ავარიულად დაეშვა. მგზავრების ევაკუაცია დათოვლილ საფრენ ბილიკზე მოხდა, შტატში შტორმია გამოცხადებული. ამის შესახებ BBC იუწყება და ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებს ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაშავდა, ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
თვითმფრინავი რეისს ატლანტადან მინესოტას მიმართულებით ასრულებდა. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინციდენტის გამოძიება დაწყებულია.
ცნობისთვის, შტორმის გამო, ქვეყნის მასშტაბით, 2600-ზე მეტი ფრენა შეჩერდა.