ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში, ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ისინი დიდი სიჩქარით მიდიოდნენ, რის გამოც ავტომანქანა ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია მძღოლი და მგზავრი,
როგორც რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.