"სიყვარულით საქართველოს!" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. პროექტი აერთიანებს მასტერკლასებს და კონცერტების სერიას. მის ფარგლებში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში პიანისტ თამარ ბარდაველიძე- თორეს და მისი მოსწავლეების კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ ანკარიდან ჩამოსული ახალგაზრდა მუსიკოსები. საღამო კახა ცაბაძის 65 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.