25 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
კენიაში პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა ხუთი დემონსტრანტი

კენიაში პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, შემთხვევის შედეგად ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა.

გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა.

დაშავებულია ათობით პირი. ადგილობრივი მედიის ცნობით, კენიის დედაქალაქში პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით ისინი ვერ დაშალა.

მომხდარს უკვე მოჰყვა შეფასებები. შეერთებული შტატები გმობს აქციების დროს დაფიქსირებულ ძალადობას. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა კენიის ოფიციალურ პირებს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და უზრუნველყონ სივრცე დიალოგისთვის.

დღის ამბები