იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მორიგ ვეტოზე იმსჯელეს. კომიტეტს მხოლოდ უმრავლესობა დაესწრო.
ცვლილების მიხედვით, მცირდება კვორუმი. ცესკოს გადაწყვეტილებისთვის აქამდე თუ საკმარისი იყო 2/3-ანი მხარდაჭერა, ახლა კვორუმი, უბრალოდ, უმრავლესობამდე მცირდება.
საპარლამენტო მდივნის განმარტების შემდეგ, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო 13 ივნისს დაადო. ამ ცვლილებებით ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო კვორუმი, ორი მესამედიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე მცირდება.