25 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
დღეს დილიდან დეპუტატები ”ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებენ

დღეს დილიდან დეპუტატები “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებენ. საკითხის განხილვა ერთდროულად რამდენიმე კომიტეტზე იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ საუბრობს კანონში ცვლილების მნიშვნელობაზე და ამტკიცებს, რომ ქვეყანამ მისთვის პრინციპულად მიუღებელ თემებზე თვალი არ უნდა დახუჭოს.

“საქართველოში უნდა იყოს კანონი, რომელიც აკრძალავს ერთსქესიანთა ქორწინებას, ტრანსგენდერად გადაკეთებას ერთი სქესიდან მეორეზე და ა.შ. რაც არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენი იდენტობისთვის და ქართველი ხალხისთვის. სამწუხაროდ ისეთი სათვალე გაუკეთეს ოპოზიციას, რომ ზოგადად პრობლემას ვერ ხედავს ვერაფერში. ამიტომაც არის, რომ ხალხმა აირჩია მშვიდობა, ირჩევს ტრადიციებს და უარს ეუბნება ლგბტ პროპაგანდას. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ უმრავლესობის ნება შევასრულოთ და ეს კანონი აუცილებლად მივიღოთ,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.

კონკრეტულ საკანონმდებლო პაკეტს აზრს მოკლებულად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილი და მას მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ამავე დროს, ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს.

დღის ამბები