პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია გამოეხმაურა.
წილოსანის თქმით, ეს მცირერიცხოვანი აქცია პროცესების წარმართვასა და ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის.
"ფაქტია, რომ ერთი მეორეზე აბსურდულ სცენარს სთავაზობენ თავის ამომრჩევლებს. პარტიების გარკვეული ნაწილი სთხოვს, რომ ღამე გაათენონ და უკვე ღამე გათენებულზე, დილით, დაღლილი შეხვდნენ რეალობას და ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას.
მეორე ნაწილი მოუწოდებს, დილით, 09:00 საათზე გამოცხადდნენ. ამ სცენარების მიუხედავად, რეალურად, პოლიტიკური პროცესი შესრულდება, იმიტომ, რომ ეს მოინდომა ამ ქვეყნის უმრავლესობამ. ის მცირერიცხოვანი აქცია, შეკრება, აგრესია,ადამიანების გამოსვლები, ნამდვილად ვერ იქნება ამის შემაფერხებელი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.