25 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
სანქციებთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია, მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას - ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი აშშ-ის მიერ უმრავლესობის წევრებისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

წილოსანის თქმით, ეამაყება, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახურება.

"სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია. თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე “პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო ვის და რატომ სჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა..

მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - წერს ნინო წილოსანი.

დღის ამბები