ჩვენ დავიწყეთ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი რეაგირების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის, ივნისში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
ბორელის თქმით, ისურვებდა, რომ წევრი ქვეყნები მზად იყვნენ, მიიღონ გადაწყვეტილებები ყოველთვის, როცა იარსებებს რაღაც, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო კანონმდებლობას, არ მიჰყვება ევროპულ გზას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან მსოფლიოში.
"ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველ ხალხს მოუწევს, ხმა მისცეს თავისი ქვეყნის ტრაექტორიას და მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, საბოლოოდ იქონიოს გავლენა ბენეფიტებზე, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად მიიღებენ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილეს.