25 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"თეორიულად რომ წარმოიდგინო, ხარ პრემიერ-მინისტრი და გინდა აარჩიო ვინ დანიშნო მინისტრად,  ვინც პირველ რიგში უნდა თქვა, რომ ამათი დანიშვნა არ შეიძლება" - ლევან ცუცქირიძე საკადრო ცვლილებებზე

მთავრობაში საკადრო ცვლილებებია - საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილია; იუსტიციის მინისტრის პოსტზე რატი ბრეგაძეს ანრი ოხანაშვილი შეცვლის; სოფლის მეურნეობის უწყებას კი დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს.

"ქართული ოცნება" სამთავრობო შემადგენლობას დღესვე წარადგენს - საკადრო გადაწყვეტილებაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები, მათ შორის იმ პარტიებში, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

"თეორიულად რომ წარმოიდგინო, რომ ხარ პრემიერ-მინისტრი და გინდა აარჩიო ვინ დანიშნო მინისტრად, ესენი არიან ადამიანები, ვინც პირველ რიგში უნდა თქვა, რომ ამათი დანიშვნა არ შეიძლება. ეს არის ყველაზე უარესი ვარიანტები, რასაც შეიძლება ამ სახელმწიფოში აკეთებდნენ საერთოდ," - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ მსგაგვსი გადაწყვეტილებებით ხელისუფლება კიდევ უფრო გააფუჭებს ურთიერთობებს დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.

"კიდევ უფრო გააფუჭებენ საქართველოს ურთიერთობას დემოკრატიულ სახელმწიფოებთან და რაც მთავარია, თვითმარქვია ადამიანები არიან, არანაირი ლეგიტიმაცია ამ წარდგინებებს არ აქვს," – აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები